ფსიქოლოგები გვთავაზობენ 24 ფრაზას, რომლებიც შვილებს არ უნდა ვუთხრათ

0
8802

რთულია ბავშვის ბუნება და რთულია მისი აღზრდის პროცესი. მშობლებს ხშირად აზრადაც არ მოსდით, რომ ფრაზები, რომლებსაც ბავშვის აღსაზრდელად ყოველდიურად იყენებენ, უარყოფით შედეგებს მოიტანს.

ფსიქოლოგები გვთავაზობენ 24 ფრაზას, რომლებიც შვილებს არ უნდა ვუთხრათ:

1. “ნუ მოიწყინე/ნუ ხარ გაბრაზებული/ნუ ხარ გაგიჟებული”

ჩვენ საკუთარი გრძნობების მიმართ ხშირად უძლურები ვართ, აქედან გამომდინარე, ნუ დავაძალებთ შვილებს იმას, რაც თავადაც გვიჭირს. უნდა ვეცადოთ, ბავშვს ასეთი ფრაზები არ ვუთხრათ, რადგან მან უნდა განიცადოს, რათა შემდეგ უკეთ იგრძნოს თავი.

2. “შენ უკეთ კითხულობ, ვიდრე შენი მეგობრები!”

ნუ მივუთითებთ ბავშვსსაკუთარი თავი სხვას შეადაროს, განსაკუთრებით მეგობრებს, რადგან ეს მომავალშიც ჩვევაში გადაეზრდება. უნდა ვეცადოთ, მის საკუთარ

თავსა და განვითარებაზე ფოკუსირება მოვახდინოთ.
მშობლების ტელეფონზე დამოკიდებულება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია

3. “შენ ხარ ჩემი უნაკლო, ანგელოზი!”

ასეთი დამოკიდებულებით ბავშვებს ვაიძულებთ, გამუდმებით ეცადონ, რომ მშობლებს და საზოგადოებას თავი მოაწონონ, საკუთარი

სურვილები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კი უკანა პლანზე იწევს.

4. “რატომ არ გამოგდის შენ, თუ შენს მეგობრებს გამოსდით?”

ყველა ადამიანს აქვს დამახასიათებელი ნიჭი და შესაძლებლობები, შესაბამისად, თვითშეფასებას ნუ დაუქვეითებთ იმაზე მითითებითა და საყვედურების თქმით, რისი გაკეთებაც გარკვეულ ეტაპზე ან არ შეუძლია, რადგან ზოგი ბავშვი ნელა ვითარდება ან მონაცემები არ აქვს (მაგალითად, მუსიკალური სმენა და ა.შ).

5. “მე შენ უარს ვერაფერზე გეტყვი!”

ბავშვები უნდა მივაჩვიოთ, რომ საზოგადოებაში მოქცევისთვის გარკვეული მანერები ჩამოვუყალიბოთ და შვილებისთვის რაღაცებზე უარის თქმის არ შეგვეშინდეს.

6. “ვიცი, რომ შენი ძმისთვის შენ არ ჩაგირტყამს!”

თუ თქვენმა შვილებმა იჩხუბეს, ნუ ეცდებით რომელიმეს გამართლებას, უბრალოდ აუხსენით, რომ ეს კარგი საქციელი არ არის.

7. “გითხარი რომ ასე იქნება და მორჩა!”

არცერთ მოზარდს არ მოეწონება, რომ ვინმე ასეთი კატეგორიული ტონით ესაუბროს, თუ შვილებს რამეზე უარს ეუბნებით და ამის ერთადერთ არგუმენტად ეს ფრაზა მოგყავთ, მათზე ეს უარყოფითად აისახება და საკუთარ შვილებთანაც იმავეს გაიმეორებენ.

8. “გრცხვენოდეს საკუთარი თავის!”

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარების თქმით, ბავშვებს, რომელთაც საკუთარი თავის რცხვენიათ, გარემოს მიმართ აგრესიული და ძალადობრივი დამოკიდებულება აქვთ.

ბულინგი სკოლებში – ნორმად ქცეული ბავშვთა ძალადობა

9. “ჩვენი ოჯახის თაობები ასე მოდის, ამიტომ შენც ასე უნდა მოიქცე”

ის, რომ რაღაცას დიდი ხანია აკეთებთ, იმას არ ნიშნავს, რომ კარგია ან მისი გაკეთება ბავშვსაც უნდა დააძალოთ, მიეცით საშუალება მან თავად აირჩიოს, სურს თუ არა თქვენნაირად მოქცევა.

10. “სანამ აქ ცხოვრობ, ისე მოიქცევი, როგორც მე მინდა!”

ამ დროს ბავშვები სახლში თავს დაუცველად, არაკომფორტულად, უხერხულად და მარტოდ გრძნობენ, ამიტომ ასე საუბარი მათ ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

11. “იცოდე, არაფერს აღარ გიყიდი/არსად აღარ წაგიყვან/სადაც გინდა, იქ წადი!”

თუ ამას ეუბნებით და შემდეგ აღარ ასრულებთ, ბავშვის თვალში პატივისცემას კარგავთ. ასე შვილთან საუბარი მასთან მაინც დაგაშორებთ, ასრულებთ თუ არა მსგავს დაპირებებს.

12. “მე რასაც ვიტყვი, კანონია!”

როდესაც ბავშვი გთხოვთ, თქვენი ნათქვამი აუსხნათ, განუმარტეთ, კარეგორიული ტონი მასთან დაძაბულობას ვერ მოგიგვარებთ.

13. “ნერვებს მიშლი/მაღიზიანებ”

თქვენი შვილი თქვენს ემოციებზე პასუხისმგებელი არ არის, მისთვის ამ ფრაზის მუდმივად გამეორებით კი აჩვევთ, სხვების ემოციებზე მუდმივად იფიქრონ, რაც საკუთარი თავის იგნორირების საფრთხეს შეიცავს.

14. “ახლა რაღა გინდა? რამე ხომ არ გჭირდება? რაში დაგეხმარო? მოდი, მაგას მე გავაკეთებ.”

მიაჩვიეთ შვილები, რაღაცები თავად აკეთონ, თავად მოიწესრიგონ თავი, მათ მაგივრად ყველაფერს თქვენ ნუ გააკეთებთ, რათა დამოუკიდებელ ადამიანებად გაიზარდონ და მომავალში საკუთარი თავის მოვლა შეძლონ.

15. “მართლა ბავშვივით ნუ იქცევი!”

თუ ბავშვს რამის ეშინია, სტკივა, განიცდის, წუხს, დააცადეთ, გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, მსგავსი ფრაზებით მის დათრგუნვას ნუ შეეცდებით.

16. “სწრაფად!”

ეს ფრაზა ძალიან გავრცელებულია, თუმცა არაეფექტური. ეს თქვენს შვილებს რაღაცის სწრაფად გაკეთებაში ვერ დაეხმარება, პირიქით, ამით მას სტრესულ მდგომარეობაში აყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საშინაო დავალების სწრაფად შესრულებას აიძულებთ.

17. “კარგად ხარ!”

თქვენ არ იცით ბავშვის განცდების შესახებ, ამიტომ მიეცით საშუალება მან თავისი გრძნობები გამოხატოს.

18. “დამშვიდდი, ეს არაფერი არ არის/არაფერს არ ნიშნავს!”

ამით მას პასუხისმგებლობის გრძნობისგან ათავისუფლებთ, რადგან ის რასაც იმ მომენტში განიცდის, შესაძლოა, თქვენთვის არაფერია, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მიეცით საშუალება პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

19. “ნუ ტირი/გაჩუმდი!”

ბავშვებს მექანიკურ არსებებად ნუ გადააქცევთ, ემოციების გამოხატვის საშუალება მიეცით.

20. “იცოდე შეჭამე, სასარგებლოა!”

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ჯანსაღი საკვების შვილებისთვის ასე შეთავაზება მათ მიმართ სწრაფი კვების ობიექტებისკენ სწრაფვას იწვევს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ სასარგებლო საკვები უგემურია.

21. “ამას ვერ შევჭამ, წონაში უნდა დავიკლო.”

როდესაც შვილებს ამას ეუბნებით, მათ საკუთარი თავის მიუღებლობის მაგალითს უჩვენებთ, რაც ბავშვის ხასიათსა და ქცევაზეც აისახება.

22. “იცოდე, ბევრი ნაყინის ჭამა გაგასუქებს.”

აჯობებს ბედნიერებასა და ჯანმრთელობაზე ფოკუსირდეთ, ვიდრე გარეგნობაზე, რადგან ბავშვები სწორედ ისეთები არიან ლამაზები, როგორც გამოიყურებიან.

23. “კარგია, რომ დღეს ერთი მაღალი ქულა მიიღე, იმიტომ რომ ხვალ ორსაც მიიღებ!”

აღნიშნეთ მისი წარმატება და ნუ სთხოვთ, რომ მეტი გააკეთოს.

24. “დღეს რა კარგად იქცევი, არ შეგიძლია სულ ასე მოქცევა?”

თუ კარგად იქცევა ან საშიანო დავალებას კარგად ასრულებს, აღნიშნეთ და ნეგატიურ ფაქტებს ნუ გაიხსენეთ.
თუ კარგად იქცევა ან საშიანო დავალებას კარგად ასრულებს, აღნიშნეთ და ნეგატიურ ფაქტებს ნუ გაიხსენეთ.
შეიყვარეთ თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან, დაეხმარეთ მათ საკუთარი მიზნების განხორციელებაში.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here