სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა

0
1228

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ზიანი მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტს.

განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ შილდა, სადაც წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 300 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებში ეს ვენახები ჯერ დაზღვეული არ იყო. მერის თქმით, მუშაობა დაიწყო ზარალის დამთვლელმა კომისიამ.

28 აპრილს მოსულ სეტყვას თან ახლდა ძლიერი ქარი, რომელმაც ხეები მოგლიჯა. ერთ მონაკვეთზე ჩაიხერგა ყვარელი-თელავის საავტომობილო გზა, სადაც გარკვეული დროით მოძრაობა შეფერხებული იყო.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here