ლეღვის სასარგებლო თვისებები

0
943

ლეღვს, გარდა იმისა, რომ გემრიელი და ნოყიერი საჭმელია, უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ჩამოგითვლით რისთვისაა სასარგებლო ლეღვის მირთმევა:

წნევისთვის: ლეღვი და მისი ჩირი უხვად შეიცავს კალიუმს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს კუნთებისა და ნერვების გამართულად მუშაობისთვის, ორგანიზმში სითხის დონის რეგულირებისა და გულის რიტმისა და წყლის ბალანსის მოწესრიგებისთვის.ლეღვი იდეალური ჯანსაღი საკვებია მაღალწნევიანებისთვის.

ძვლოვანი ქსოვილის ჯანმრთელობისათვის: არის კალციუმის წყარო, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ძვლების სიჯანსაღისა და ზრდისთვის.ლეღვში არსებული კალიუმი იცავს ორგანიზმს შარდვის დროს კალციუმის დაკარგვისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი მეტ კალციუმს შეიწოვს.

საჭმლის მონელება და ყაბზობა: უჯრედისის შემადგენლობის წყალობით, კარგია მომნელებელი სისტემის სიჯანსაღისთვის, რაც თავის მხრივ, ამცირებს ყაბზობის შანსს.

როგორ მივიღოთ მისგან მაქსიმალური სარგებელი?

1) მიირთვით ნედლი სახით: ჩირთან შედარებით, ნედლი ლეღვი ნაკლებკალორიული და ტკბილია. ასევე, უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ბეტა–კაროტინს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინის გარდაქმნას უწყობს ხელს.

2) მიიღეთ ჩირის სახით: ლეღვის ჩირი მთელი წლის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ცოცხალ ხილთან შედარებით , იგი უფრო უხვად შეიცავს უჯრედისს, ცილას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმსა და ფოსფორს. გარდა ამისა, ლეღვის ჩირი პექტინის არაჩვეულებრივი წყაროა, რომელიც სასარგებლოა სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here