მოზარდების ინტოქსიკაცია – ბათუმის საავადმყოფოში სკოლიდან 9 მოსწავლე გადაიყვანეს

0
550

ინტოქსიკაციის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში ერთდროულად 9 მოზარდი გადაიყვანეს. თითოეული მათგანი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

პაციენტებს ღებინება და გულისრევა აღენიშნებოდათ. რამდენიმესაათიანი სამედიცინო დაკვირვებისა და პროცედურების ჩატარების შემდეგ ექიმებმა ბავშვებს სახლში წასვლის უფლება მისცეს.

აღნიშნულ შემთხვევას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდოლოგიური განყოფილება სწავლობს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here