მეცნიერებმა მკვლელი მედუზას შხამის ანტიდოტი იპოვეს

0
371

ავსტრალიაში, სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კუბომედუზას შხამის ანტიდოტი იპოვეს. კუბომედუზა პლანეტაზე ყველაზე შხამიან არსებად ითვლება. მედუზის ნაკბენი იწვევს ტკივილს, კანის ნეკროზს და თუ შხამის დოზა მაღალია იწვევს გულის გაჩერებას და რამდენიმე წუთში მყისიერ სიკვდილს.

The Guardian.-ის ცნობით, ერთ მედუზას 60 ადამიანის მოკვლა შეუძლია. 

გენების რედაქტირების მეთოდის გამოყენებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს შხამის საწინააღმდეგო მოლეკულური ანტიდოტი. რომელიც კანზე შხამის მოხვედრის შედეგებს 15 წუთის განმავლობაში ბლოკავს.  მეცნიერებმა გააანალიზეს ადამიანის რამდენიმე მილიონი უჯრედი, გამოყვეს ცალკეული გენები და დაუმატეს მედუზას შხამი. 

მეცნიერები აკვირდებოდნენ პროცესს, თუ რომელი უჯრედი გადაურჩებოდა შხამის გავლენას. „ეს არის პირველი მოლეკულური კვლევა თუ როგორ გავლენას ახდენს შხამი უჯრედებზე“- განაცხადა კვლევის ავტორმა რაიმონდ დაუმ. 

მეცნიერები აზუსტებენ, რომ კუბომედუზას შხამის საწინააღმდეგო პრეპარატი კანზე დადების შემდეგ აჩერებს ნეკროზს და ტკივილს. 

ანტიდოტი გამოსცადეს თაგვებზე და აღმოჩნდა, რომ ის ადამიანისთვის უსაფრთხოა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here