ქართული ანიმაციური ფილმის გამარჯვება გერმანიაში

0
365

ქართველი რეჟისორის მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმი „მეთევზე და გოგონა” Arc Film Festival-ის პრიზიორი გახდა, რომელიც 25-19 აპრილის პერიოდში გერმანულ ქალაქ მაინცში გაიმართა.

როგორც სტუდია 20 Steps Production-ში იუწყებიან, რომელიც ფილმის წარმოებაზე მუშაობდა, „მეთევზე და გოგონამ” ორ ნომინაციაში – Best Scenography და Art of Sences – გაიმარჯვა.

„ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილს და ფილმის შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს”, – ნათქვამია 20 Steps Production-ის განცხადებაში.

„მეთევზე და გოგონა” – 15-წუთიანი გულისამაჩუყებელი ისტორიაა 5 წლის გოგონასა და მის მეთევზე მამაზე. ეს არის ნელი და ლამაზი მოთხრობა პარალელურ სიცოცხლეებზე, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, სანამ მამა სარჩოს შოულობს, გოგონა კი სახლის საქმეებს აკეთებს.

2018 წელს მამუკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ქალაქ ანისში ჩატარდა. მაშინ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი შევიდა საკონკურსო პროგრამაში „პერსპექტივები” (Perspectives).

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here