რა საფრთხეს უქმნის რეზინის სათამაშოები ჩვენს შვილებს – მეცნიერთა დასკვნა

0
535

ბავშვებისთვის განკუთვნილი რეზინის სათამაშოები აბაზანისთვის, რომლებიც აქამდე სრულიად უსაფრთხოდ მიიჩნეოდა, რეალურად დიდი საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შიგნით იდეალური გარემოა შექმნილი პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობისთვის, იუწყება შვეიცარიის წყლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი საკუთარ ვებგვერდზე.

View image on Twitter

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, შვეიცარიის ხელისუფლების დაკვეთით, რეზინის სათამაშოები გამოიკვლია და მათ შიდა ზედაპირზე ბაქტერიებისა და სოკოს სქელი ფენა აღმოაჩინა, რომელიც გარეთ გამოიდევნება, როდესაც ბავშვი მათ ხელს უჭერს. ამასთან დაკავშირები შვეიცარიის ხელისუფლებამ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა.

რეზინის სათამაშოს კვლევაზე შვეიცარიის წყლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტისა და ასევე ილინოისის უნივერსიტეტის (UIUC) სწავლულები მუშაობდნენ. ისინი თერთმეტი კვირის განმავლობაში ათავსებდნენ წყალში რეზინის სათამაშოებს და ასხამდნენ მათ თავისა და ტანის შამპუნებს. ამის შემდეგ მეცნიერებმა სათამაშოები გაკვეთეს და და შიდა ზედაპირი შეისწავლეს.

კვლევის შედეგებმა სწავლულები შეაძრწუნა. სათამაშოების შიდა ზედაპირის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი 5-დან 75 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავდა!

პოტენციურად პათოგენური ბაქტერიები იმ სათამაშოების 80%-ში აღმოჩნდა, რომლებიც თავისუფლად იყიდება მაღაზიებში და ასევე შეაქვთ საბავშვო ბაღებში.

EAWAG-ის პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეზინის სათამაშოების „ბინადრების“ გამუდმებული სიახლოვე, ერთი მხრივ, აძლიერებს ბავშვის იმუნურ სისტემას, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ „სოკოებისა და ბაქტერიების სუპი“ სახეზე მოხვდა ბავშვს, ამან შესაძლოა თვალის, ყურისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სერიოზული ინფექციები გამოიწვიოს.

გამომდინარე აქედან, მეცნიერები სერიოზულად დავობენ სათამაშოებზე არსებული სასტვენი ნახვრეტის თაობაზე, საიდანაც ხვდება კიდეც წყალი მის შიგნით. სპეციალისტთა ერთი ნაწილი მოითხოვს, რომ ეს ელემენტი საერთოდ მოაშორონ სათამაშოებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here