“გახარიას უჭკუობის შედეგი იყო ყველაფერი, რაც მოხდა” – ირაკლი ოქრუაშვილი

0
1319

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა , პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში, პანკისში განვითარებულ მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ პანკისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თავმოყვარე მინისტრი თანამდებობას დატოვებდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის გაუგებარია, რაში გამოიხატება კრიზისის ჩახშობის კარგი უნარი, რაზეც უმრავლესობის დეპუტატებმა ისაუბრეს.

„კრიზისის ჩახშობა რაში გამოიხატა?! რა მივიღეთ? დასისხლიანებული პოლიციელები, დალეწილი და დამწვარი პოლიციის მანქანები, შეურაცხყოფილი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტი – პოლიცია. და კრიზისის ჩახშობის ნიჭი რაში გამოიხატება? ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ვხელმძღვანელობდი ორ უწყებას, ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე მაღალი ტემპერატურის და დიდი დაძაბულობის ფონზე რუსეთთან. ერთი ადამიანი დამეღუპა მხოლოდ სოფელ ქურთაში დაბომბვის შედეგად. იმის მერე ერთი დანაკარგი არ გვქონია იმ დაძაბულობის ფონზე და აქ მოწმენდილ ცაზე, სრულიად მშვიდ ვითარებაში, ამდენი დალეწილი პოლიციელის და დამწვარი პოლიციის მანქანების შემდეგ თავმოყვარე შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგებოდა საერთოდ. გუშინ საერთოდ გაუგებარი რაღაც თქვა გახარიამ, რომ იქ სპეცრაზმი არ ყოფილაო. აბა ის ვინ იყო? „ქართული ოცნების“ ფანკლუბი?!“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის შეფასებით, პანკისში განვითარებული მოვლენები შს მინისტრის უგუნრი ქმედებების შედეგი იყო.

„გახარიას უჭკუობის შედეგი იყო ყველაფერი, რაც მოხდა. იმ ადამინებმა ჩათვალეს, რომ უსამართლობას ჰქონდა ადგილი. მისულიყვნენ, დალაპარაკებოდნენ და კარგად აეხსნათ, რა სოციალური შედგების მომტანი იქნებოდა, რა კეთილდღეობის მომტანი იქნებოდა მათთვის ის ჰესი. ამ ყველაფერს გახარიამ მერე ცეცხლზე ნავთი დაასხა, როცა თქვა – დაჭერები დაიწყებაო. უარესად გააღიზიანა ხალხი“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან ასევე გამორიცხა, რომ გიორგი გახარიას გარკვეული ძალები, თუნდაც სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაური უწყობს მსგავს პრობლემებს.

„გომელაური რისი მომწყობია 24 საათი კომპიუტერზე თამაშობს სამსახურში, რისი მომწყობია ეგ. ბიძინა ვისაც რის უფლებას მისცემს, ისე იქნება სიტუაცია. გახარიას ვინ რა უნდა მოუწყოს?!“, – აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here