“ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას” – ნინო სუხიშვილის პასუხი კრიტიკოსებს

0
1830

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობის გამო ირიბი მუქარის შემცველი კომენტარები გააკეთდა და ყველა, ვინც ამ კონცერტში მონაწილეობას იღებს ფაქტობრივად მოძალადედ გამოცხადდა ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და მათი უფლებამდაცველების მიერ .

აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობას იღებს ლეგენდარული ანსამბლი სუხიშვილები, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელმაც პირველი კომენტარი გააკეთა იმ აგრესიულ შეტევაზე, რაც ბოლო დღეებში მიმდინარეობს ცალკეული ადამიანების მხრიდან.

” წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ძალადობის და აგრესიის ყველა ფორმის გამოვლენის. ვთვლი რომ სამების წინ კონცერტი… საერთოდ სამების სავანე ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.

ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას”, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here