“ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა – პოპულიზმი” – რამდენ ხანში დაეწევა საქართველო ევროპას ცხოვრების დონით

0
332

რატომ ხდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ადამიანთა სიდუხჭირე პირდაპირპროპორციულად იმატებს, მაშინ, როდესაც, წესით, პირიქით უნდა იყოს. რაშია პრობლემა? როდის დავეწევით ცხოვრების ხარისხით ევროპას? – ამ კითხვეპზე პასუხისათვის გთავაზობთ ექსპერტების მოსაზრებებს:

ანალიტიკოსი ვლადიმერ პაპავა: „სპეციალისტები დიდი ხანია ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდის გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც დღესაც ოფიციალურად მიღებულია, არ არის ადეკვატური და არასწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას ხშირად იძლევა, მაგრამ დღეს სხვა, უკეთესი მეთოდი არ არსებობს. შესაბამისად, მარტო ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია, ვნახოთ შიგნით, სტრუქტურაში ყველაზე მეტად რა იზრდება. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ტემპით იზრდება ფინანსური სექტორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ვალს აიღებს მოსახლეობა, მეტად გაიზრდება ეკონომიკა ანუ ნებისმიერი აქტიურობა, საფინანსო სექტორში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მაღლა წევს. ეს ნიშნავს კეთილდღეობას? რა თქმა უნდა, არა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტრუქტურას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ ყველაზე წინმსწრები ტემპით იზრდება ის დარგები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იწვევს მოსახლეობის კეთლდღეობის ამაღლებას…“

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია: „ქვეყნის ეკონიმიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან. ამ ვითარებაში, ლოგიკურია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს. ეს პროცესი ხალხის შემოსავლებზე ასე სწრაფად არ აისახება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ გავლენას, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ უფრო შეამჩნევს. მარტივი საქმე არ არის, როცა ქვეყანაში სოციალურ შემწეობას ნახევარი მილიონი ადამიანი იღებს. ეს კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი საჭიროება არ იდგეს. წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა – პოპულიზმი…“

ანალიტიკოსი შოთა გულბანი: “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მაჩვენებლები თითქმის თანაბარია, თუმცა, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მიზნობრივ მაჩვენებლამდე საქართველოს თხუთმეტი წელი, სომხეთს ოცი წელი, აზერბაიჯანს კი, თითქმის ნახევარი საუკუნე აშორებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საშუალო ევროპულ მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს არიან ყაზახეთი და თურქმენეთი, რომლებსაც მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა ათ წლამდე პერიოდში შეუძლიათ…”

წყარო

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here