Starbucks-ის ყავის ჭიქა „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში – უხეში შეცდომა, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია

0
3660

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში Starbucks-ის ყავის ჭიქა შეამჩნიეს, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, იუწყება The Huffington Post-ი.

ატრიბუტი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის სერიალის სამყაროსთან, სერიის მე-18 წუთზე ჩნდება კადრში, დეინერისის წინ, როდესაც ფილმის მთავარი გმირები ღამის მბრძანებელზე გამარჯვების აღსანიშნავად იკრიბებიან მაგიდასთან.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here