რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მაისისთვის

0
1846

ვერძი
დღეს თქვენი ადგილი საყვარელი ადამიანის გვერდითაა. დილიდან შექმენით რომანტიკული გარემო. ეცადეთ, არც ხმაურიანმა მეზობლებმა და არც ამინდმა არ გაგიფუჭოთ განწყობა. 

კურო
ვენერა თქვენს ნიშანშია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ დილიდან რომანტიკულ განწყობაზე გაგეღვიძებათ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. მარტოხელებმა საღამოს მეგობრებთნ ერთად იმხიარულეთ. 

ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან, უხუცეს ნათესავებთან ერთად. წვეულების მთავარი გმირი გახდებით. თუ საქმეების გამო გართობას ვერ ახერხებთ, საღამოს შინ სტუმრები მოიპატიჟეთ ან თავად ესტუმრეთ მათ. 

კირჩხიბი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ, ბუნებაში გასეირნება და დასვენება გსურთ. სწრაფად დაასრულეთ საქმეები, რათა საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატაროთ. 

ლომი
ახლობელი ადამიანები დილიდან განწყობას გაგიუმჯობესებენ. დღეს მათგან მზრუნველობა და სიყვარული არ მოგაკლდებათ. წარმატება გელით საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას. 

ქალწული
დღეს მოგინდებათ იმის გაკეთება, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ და მოგინდებათ იქ წასვლა, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანის ან მეგობრების აყოლიება. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა და ფლირტი ელით. 

სასწორი
დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. ჩაერთეთ საქმეებში და ნაკლები იფიქრეთ უსიამოვნებებზე, წარსულზე. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს, მოაწყვეთ მხიარული წვეულება. 

მორიელი
მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული დღე გელით. საქმეები კოლეგებს გადააბარეთ, ბავშვები და საოჯახო ვალდებულებები – ოჯახის წევრებს. თავად კი საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოვდით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

მშვილდოსანი
არ დარჩეთ შინ. გაისეირნეთ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ, მოინახულეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები. დაოჯახებულებმა დღევანდელი დღე ოჯახში, ბავშვებთან ერთად გაატარეთ. 

თხის რქა
დაივიწყეთ საქმეები, ვალდებულებები და დღე დასვენებას, გართობას დაუთმეთ. შეეხმიანეთ მეგობრებს. საღამოს ოჯახის წევრებს, უხუცეს ნათესავებს წვეულება მოუწყვეთ. 

მერწყული
დილითვე მოაგვარეთ საოჯახო ვალდებულებები, სამსახურის საქმეები, რათა დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. საღამოს რომანტიკული ვახშამი მოაწყვეთ სანთელებით, წყანარი მუსიკითა და ღვინით. 

თევზები
მგზავრობის, შეხვედრებისა და ურთიერთობების დღეა. ექსკურსია და პიკნიკი მხიარულ ატმოსფეროში ჩაივლის. მარტოხელებიც კი მხიარულ კამპანიას შეუერთდებიან და არ მოიწყენენ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here