ტოტალიზატორში, 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა

0
1367

ქალაქ ახალციხეში, ერთ-ერთ ტოტალიზატორში, 50 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სკამიდან გადავარდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი, მაგრამ ექიმებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ის ასპინძის ერთ-ერთი სოფლიდან იყო და ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა.

„მოთამაშე კაცი არ იყო. ლარიანს ჩარიცხავდა და ონლაინ ნარდს თამაშობდა. ხშირად ნასვამი იყო, სახე სულ აწითლებული ჰქონდა. რამდენჯერმე გვითხრა ცუდად ვარო. მგონი, ინფარქტი იყო“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც გარდაცვლილს ტოტალიზატორში ხშირად ხვდებოდა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here