სტიქია კახეთში – ლაგოდეხი-გურჯაანის გზაზე მოძრაობა შეჩერებულია

0
582

მდინარე ალაზნის ადიდების შედეგად გურჯაანი–ლაგოდეხის  საავტომობილო გზა კვლავ დაიტბორა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

უხვი ნალექის შედეგად ადიდებული  მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და  ვენახები და ერთწლიანი საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურის ნათესები დატბორა.

,,ისევ გადმოვიდა ალაზანი და იქ, სადაც 5 მაისს დატბორა ვენახები და ბაღები, ახლა მდინარე მიედინება. რაც მაშინ გადარჩა, ახლა ისიც გაანადგურა”, – აცხადებენ ადგილობრივები.

ამ დროისთვის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია, ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა კახეთის სხვადასხვა  მუნიციპალიტეტებში.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here