ქართველმა ათლეტებმა ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე ყველა ოქროს მედალი აიღეს

0
458

ქართველმა მოჭიდავეებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს „მსოფლიო სერიის“ ტურნირზე საპლაჟო ჭიდაობაში, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფალავნებმა ასპროცენტიანი შედეგი აჩვენეს. შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში იმართებოდა და ოთხივეში ქართველებმა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ლევან ქელეხსაშვილი (-70 კგ), დავით ხუციშვილი (-80 კგ), დავით მარსაგიშვილი (-90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე იყო მოწვეული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ზაზა ჯიბლაძე.

„მსოფლიო სერიის“ მესამე ეტაპი საპლაჟო ჭიდაობაში 9-10 აგვისტოს ოდესაში გაიმართება.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here