ორიგინალური იდეა ნიჭიერი ფოტოხელოვანების აღმოსაჩენად

0
520

დიდი ხანი არ არის, რაც კომპანია lucky აწარმოებს საინტერესო კამპანიას ნიჭიერ ფოტომოყვარულთა აღმოსაჩენად. კომპანიის წარმომადგენლები ყველას, ვისაც უყვარს ფოტოების გადაღება, სთავაზობენ კონკურსში ჩართვას.

ჩვენ ვესაუბრეთ კომპანიის დამფუძნებელსა და იდეის ავტორს, ქალბატონ შორენა ბერიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი უკვე გამოეხმაურა შეთავაზებას. მან გაგვაცნო კონკურსში მონაწილეობის პირობები , რომლის თანახმად, კვირაში სამ გამარჯვებულ ფოტოს გამოავლენს facebook (მეტი გაზიარება share). “ჩვენი მიზანია, აღმოვაჩინოთ ავტორი, რომლის ნამუშევარიც ადამიანებში ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს, რაც დადასტურებული იქნება ყველაზე მეტი გაზიარებით. მაგრამ აქ წავაწყდით პატარა ეშმაკობებს ან გაუგებრობას, როცა ავტორი თვითონ აზიარებს თავის ნამუშევარს მრავალჯერადად, facebook მაჩვენებლის გაზრდის მიზნით. რაც, რასაკვირველია, კონკურსის პირობით არ შეიძლება.” – განმარტა ქალბატონმა შორენამ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here