რომის იმპერატორ ნერონის სასახლეში საიდუმლო მიწისქვეშა ოთახი აღმოაჩინეს

0
1038

არქეოლოგებმა, რომლებიც რომის იმპერატორ ნერონის სასახლის “ოქროს სახლის” რესტავრაციაზე მუშაობენ, 2000 წლის წინანდელ შენობაში, საიდუმლო ოთახი იპოვეს.

ოთახი გაფორმებულია მითოლოგიური პერსონაჟებისა და ცხოველების ფრესკებით. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.

ოთახის დიდი  ნაწილი ამ დროის განმავლობაში დაგროვილ მიწისა და ჭუჭყის მასაშია ჩაფლული, რომელსაც სპეციალისტები ჯერ არ წმენდენ, რათა შენობის კონსტრუქციის რღვევა არ დაიწყოს. 

ოთახი სავარაუდოდ, ღვთაებრივ საცხოვრებელ ადგილად მიიჩნეოდა. იქ კედლებზე დატანილია მუსიკალური ინსტრუმენტებით კენტავრები, ღმერთი პანი, ფრინველები, წყლის არსებები და ა.შ. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here