რატომ იშლება ქუთაისის “ტორპედო” – მწვრთნელის ინფორმაცია

0
343

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოში” ფინანსური კრიზისია, რის გამოც შესაძლოა გუნდი დაიშალოს. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა წყალტუბოში “საბურთალოსთან” გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა.

ჩხეტიანის ინფორმაციით, ფეხბურთელებს ორ თვის ხელფასი არ აუღიათ და სწორედ ამ ფონზე მოუხდათ ეროვნული ლიგის რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩის გამართვა. მისი თქმით, კლუბში მძიმე ვითარებაა და შესაძლოა, გუნდი შემდეგ თამაშამდე დაიშალოს. 

“კლუბში არსებულმა პრობლემებმა იჩინა თავი და ხასიათიც ვერ იყო ისეთი საბრძოლო, როგორიც საჭიროა. თუმცა, მე ბიჭებს მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, რაც “ტორპედოსთვის” გააკეთეს. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შეიძლება უკვე მომდევნო თამაშამდე გუნდი დაიშალოს. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას, ვინც გუნდს გვერდით უდგას და პირველ რიგში, გულშემატკივრებს”, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

ეროვნული ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრაში “ტორპედომ” “საბურთალოსთან” ანგარიშით 2:3 წააგო. მომდევნო შეხვედრა ქუთაისის გუნდს 20 მაისს “რუსთავთან” აქვს დანიშნული.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here