ჭინჭრის უნიკალური თვისებები – გამოყენების და შენახვის წესები

0
488

ჭინჭარი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, გრძელი ფესვურითა და მიწისქვეშა ყლორტებით. გარდა იმისა, რომ მას საჭმელად იყენებენ, დიდი სარგებელი მოაქვს ჭინჭრის წვენს, რომელსაც ამზადებენ ქორფა ფოთლებისა და ღეროებისგან. ის კარგად წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინს და ააქტიურებს ყველა ორგანოს და სისტემის მუშაობას.

This image has an empty alt attribute; its file name is 60301366_419996355451363_8158935792077504512_n.jpg

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭინჭრის წვენი ეხმარება ანემიის, ავიტამინოზის, შაკიკის, კანზე გამონაყარის დროს.

ჭინჭრის წვენის ყოველდღიური გამოყენება ძალიან სასარგებლოა ძვლების გასამაგრებლად, ღვიძლის, შარდის ბუშტის, სასუნთქი გზების გასაწმენდად. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს ბუასილის მდგომარეობას, ეხმარება ისეთ დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა: ათეროსკლეროზი, რევმატიზმი, პოდაგრა, დიაბეტი, პროსტატა, გასტრიტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები.

ასევე ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს. გარეგანად ჭინჭარს ღია ჭრილობებზე, სისხლდენისას, კანის დაავადებების დროს, თმის გამაგრებისა და ზრდისთვის იყენებენ.

ასკორბინის მჟავა ჭინჭარში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში. კაროტინის შემადგენლობა ჭინჭარში მეტია, ვიდრე ქაცვში, სტაფილოსა და მჟაუნაში. 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს A ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს. გარდა ამისა ჭინჭარი მდიდარია K და B ვიტამინებით და მიკროელემენტებით, მათ შორისაა რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი და სხვა.

ჭინჭრის შემადგენლობაში შედის სილიციუმისა და ორგანული მჟავები, რომლის წყალობით ჭინჭარს ორგანიზმის მოძლიერების თვისებები გააჩნია: ის ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მრავალი ბაქტერიის, ტოქსინის, რადიაციის მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ, აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე უზრუნველყოფს ჟანგბადის უკმარისობისგან ორგანიზმის დაცვის მაღალ ხარისხს.

ჭინჭარი ასტიმულირებს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამიტომ ის განსაკუთრებით რეკომენდებულია ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი მავნე მოქმედებების მიმართ მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მისი მოკრეფის საუკეთესო დრო მაისი და ივნისია, როდესაც ჭინჭარი ყვავის. ყვავილობის შემდეგ ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს.

This image has an empty alt attribute; its file name is 60338326_490342124836126_495776767991087104_n.jpg


***ნაყენის დამზადების წესი: 4 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით ერთ ჭიქა მდუღარე წყალი. ეს ნაყენი დალიეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.



***თმის ცვენის დროს: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 საათი, გაწურეთ, შეიზილეთ ნაყენი ახალადაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

This image has an empty alt attribute; its file name is 60490532_395683354357557_5667269652707803136_n.jpg


* ჭინჭრის შენახვის პირობები მთელი წლის განმავლობაში: როგორც ზევით აღვნიშნეთ, ჭინჭარი იკრიფება მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის ჩათვლით. იკრიფება დაახლოებით 10 სანტიმეტრი ( ჭინჭრის თავი ღეროთი და თესლებით). მოვათავსოთ გასაშრობად აუცილებლად ჩრდილში, არავითარ შემთხვევაში არ გააშროთ მზეზე!!! როდესაც კარგად გამოშრება შევინახოთ შუშის ქილაში.

შორენა წიკლაური


დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here