ცხოვრება პოლიტიკის გარეშე -„Reuters“-ის კადრები, როგორ მუშაობს მარგველაშვილი ლითონის კონსტრუქციაზე თავის სახელოსნოში

0
1215

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი- გიორგი მარგველაშვილი ამჟამად ქალაქგარეთ, დუშეთში, თავის აგარაკზე ცხოვრობს. მარგველაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობას მისთვის არავითარი ფინანსური კეთილდღეობა არ მოუტანია, ამიტომ საარსებო სახსრების შოვნა მას ისევე უწევს, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. თავისი სახლის ეზოში მან ააშენა კოტეჯი ტურისტებისთვის, რომელსაც დღეში 100 დოლარად აქირავებს.

ამ ნაგებობისთვის მთელი ავეჯი და ფურნიტურა ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი ხელით დაამზადა. კადრები, როგორ მუშაობს მარგველაშვილი ლითონის კონსტრუქციაზე თავის სახელოსნოში, „Reuters“-ის ობიექტივში მოხვდა.  ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც მოცემულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შთაბეჭდილებები, მასთან საუბარი და მისი ოჯახის დღევანდელი ცხოვრების დეტალები – პოლიტიკის გარეშე 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here