მიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხები – სტატისტიკა

0
824

საქართველოში უფრო მეტი ვალუტა შემოდის – პირველ ოთხ თვეში კერძო პირებმა საქართველოში დაახლოებთი 516,7 მლნ დოლარი გადმორიცხეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

სტატისტიკოსების მონაცემებით, ელექტრონული სისტემების მეშვეობით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების მოცულობა,  2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,1%–ით გაიზარდა.

საქართველოში გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს – 2019 წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნიდან დაახლოებით 129 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 7,5%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ლიდერი–ქვეყნების ექვსეულში შედის ასევე იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი. 

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტ აკაკი ცომაიას აზრით, კონკრეტული ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა დაკავშირებულია საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები, ექსპორტთან და ინვესტიციებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი დრაივერები არიან.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here