როგორი იყო 17 მაისი თბილისში -ოჯახის სიწმინდის დღე

0
1017

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სამღვდელოება და მრევლი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დილიდან შეიკრიბა და სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოაწყო. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ოჯახის სიწმინდის დღე მართლმადიდებელი მრევლისთვის უმნიშვნელოვანესია და მოსახლეობას მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. მსვლელობის დაწყებამდე კი სამღვდელო პირებმა რესპუბლიკის მოედანზე ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღავლინეს და შეკრებილი მრევლი დალოცეს. მათ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ლგბტქ თემის მიმართ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა თემს მოუწოდეს, ნუ ეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here