ქართული კომპანია ქვემო ქართლში ოქროს მოპოვებას იწყებს

0
353

ქართული კომპანია „თედა“ სოფელ ხაჩკოის ტერიტორიაზე (წალკის მუნიციპალიტეტი) ოქროს შესწავლა-მოპოვებით დაკავდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომპანიამ შესაბამის ელექტრონულ აუქციონზე გაიმარჯვა და 20 წლის ვადით ლიცენზია მიიღო, რისთვისაც „თედამ“ 17,9 ათასი ლარი გადაიხადა.

აუქციონის პირობების თანახმად, კომპანია „თედამ“ სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების და მეთოდიკის შესაბამისად, მკაცრი გარემოსდაცვითი პირობების გათვალისწინებით უნდა აწარმოოს. 

კომპანიისთვის წაყენებული მთავარი პირობა მინიმუმ 2 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება და საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმებაა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here