ყურადღება! ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის გამო პატიმრობა გემუქრებათ

0
618

საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეებში ხანძრების თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს, აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული ხანძარსაშიშ პერიოდად ითვლება. ტყეში ხანძრების გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა, რამაც შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, აღნიშნავენ სააგენტოში.

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ საქართველოს მასშტაბით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე და ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები დაამატა. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომლებიც სატყეო ზონის ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. 

კერძოდ, სააგენტოს განცხადებით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყეების დანარჩენ ტერიტორიებზე კი ხანძრის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. სააგენტოს ინფორმაციით, ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

სამართალდამრღვევებს დაეკისრებათ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here