მთავარი ახალი ამბები ნახეთ, რისთვის იჩხუბა ორმა ზუგდიდელმა მოქალაქემ საარჩევნო უბანზე

ნახეთ, რისთვის იჩხუბა ორმა ზუგდიდელმა მოქალაქემ საარჩევნო უბანზე

0
1072

ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეებმა პირველი ამომრჩევლის სტატუსისთვის იჩხუბეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ტელევიზიის ცნობით, ხმის მისაცემად უბანზე ქალი შევიდა, რომელსაც უკან კაცი დაედევნა.

“მე 7-ის ნახევარზე აქ ვიყავი, მაგი მოვიდა 8-ის ნახევარზე და მეჩხუბა. რატომ უნდა მეჩხუბოს?! მე პირველი მოვედი, ყველა მხედავდა, მეტი რა ვქნა?! მე უნდა შევსულიყავი და მაგის გამო ვიჩხუბე”, — ამბობს მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემა დაასწრეს.

ადგილზე სიტუაცია დაცვის პოლიციისა და საარჩევნო უბნის წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here