„ევროვიზიის“ შედეგები შესაძლოა გადაიხედოს: გამარჯვებული დარღვევაში ამხილეს

0
3778

„ევროვიზიის“ გამარჯვებულმა, ჰოლანდიელმა დუნკან ლოურენსმა მუსიკალური კონკურსის მთავარი პირობა დაარღვია, წარდგა რა მაყურებლის წინაშე სიმღერით, რომელიც მანამდე უკვე იყო მის რეპერტუარში.

როგორც ცნობილია, „ევროვიზიაში“ მონაწილე კომპოზიცია არ უნდა იყოს კომერციულად გამოქვეყნებული ან ნამღერი კონკურსის წინა წლის 1 სექტემბრამდე.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოურენსის ანალოგიური კომპოზიცია ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე 2017 წელს იყო ატვირთული. შესაბამისად, შესაძლოა ეს ფაქტი იქცეს კიდეც კონკურსის შედეგების გადახედვის მიზეზად.

25 წლის დუნკან ლოურენსმა, რომელმაც კომპოზიცია Arcade შეასრულა, 492 ქულა მიიღო და კონკურსის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე გავიდა იტალიელი Mahmood-ი 465 ქულით, ხოლო მესამეზ – რუსი სერგეი ლაზარევი 369 ქულით.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here