ვაშინგტონის შტატში ადამიანის ცხედრისაგან ორგანულ სასუქის მიღება დაკანონდა

0
2726

იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა 8 მილიარდს უახლოვდება, ადამიანები ხშირად ფიქრობენ იმაზე, გონივრულია თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ტრადიციულად დავასაფლაოთ და მიწაში დავმარხოთ.  ამის შესახებ გამოცემა Futurism-ი წერს.

ამისათვის თანთანობით ადგილი და რესურსი აღარ რჩება, მაგალითად, აშშ-ში დაკრძალვის ცერემონიის საშუალო ხარჯები 7 ათასი დოლარია. გარდა ამისა, ყოველწლიურად ორგანული ნივთიერების ბუნებრივი ციკლის ასობით მილიონი ტონა კომპონენტი გამოიყოფა.

თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება უახლოეს მომავალში შეიცვალოს. ვაშინგტონის შტატის კანონმდებლებმა განიხილეს კანონპროექტი, რომელიც ისტორიაში პირველად ადამიანის ნაშთების კომპოსტირების ლეგალიზაციას მოახდენს.

კანონპროექტის მიხედვით, ადამიანის კომპოსტირება თითქმის ისეთივე იქნება, როგორც ნარჩენების, – სხეულს სპეციალურ სითხეში ჩასვამენ ორგანულ მასალებთან ერთად. ადამიანის სხეულისგან თითქმის ერთ თვეში თითქმის ერთი კუბომეტრი კომპოსტი დარჩება.

ვაშინგტონი გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც ადამიანის ცხედრის კომპოსტირება ლეგალური გახდა.

ახალი კანონი ძალაში მომავალი წლის მაისიდან შევა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here