სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ლექტორს სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერდა

0
405

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელსაც მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერეს. უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება სტუდენტების პროტესტის შემდეგ მიიღო. ბსუ-ს ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის საბჭო შეისწავლის.

დღესვე გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

მანამდე სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოცემა „ბათუმელებთან“ ის ამბობს, რომ ლექტორი სოციალურ ქსელში სწერდა და „თამამი სელფების“ გაგზავნაზე მის დაყოლიებას ცდილობდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here