აჟიოტაჟი Huawei-ის ირგვლივ გრძელდება – Panasonic-მა მას ტრანზაქციები შეუჩერა

0
439

იაპონურმა კომპანია Panasonic-მა ჩინურ Huawei-ის აშშ-ის აკრძალვის შემდეგ ტრანზაქციები შეუჩერა, წერს გამოცემა Reuters-ი. 

Panasonic-ის ცნობით აკრძალავა შეეხება იმ პროდუქციას, რომელში გამოყენებული მასალის 25%-ი დამზადებულია აშშ-ში.

Huawei-ს აშშ-ის შემდეგ პრობლემები ბრიტანეთშიც შეექმნა. ბრიტანეთის მსხვილი მობილური ოპერატორი EE-ი ლონდონში და კიდევ 6 ქალაქში 30 მაისიდან სწრაფი ინტერნეტის 5G-ის მომსახურების ჩართვას გეგმავს. თუმცა მომხმარებელს Huawei-ს ტელეფონებს არ შესთავაზებს.

Reuters-ის ცნობით, ჩინური კომპანიის პროდუქციას შეზღუდვა ბრიტანეთის ბაზარზე მანამდე ექნება, ვიდრე აშშ-სთან არსებული უთანხმოების საკითხი არ გადაწყდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.

20 მაისს აშშ-ის გაყიდვების დეპარტამენტმა Huawei-ს ლიცენზია 19 აგვისტომდე მისცა არსებული ტექნიკური სამუშაოების დასასრულებლად.

თუმცა Huawei-ს შემდგომი რთულად მისაღები ლიცენზიის გარეშე კვლავ ეკრძალება, შეიძინოს ამერიკაში დამზადებული მოწყობილობები, რომელსაც ის ახალი პროდუქტის შესაქმნელად იყენებდა.

აშშ და რამდენიმე ქვეყანა ეჭვობს, რომ კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა, ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თავდაცვის მდივანი გევინ უილიამსონი თანამდებობიდან Huawei-ს ტექნოლოგია 5G ქსელის გარშემო შექმნილი ვითარების გამო გაათავისუფლა.

გაზეთმა Daily Telegraph-მა დაწერა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ კომპანია Huawei ახალი თაობის ქსელის პროექტში დაუშვა. გაზეთმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა მინისტრი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here