ახალი სოციალური ქსელი, რომელიც ქართველმა სტუდენტებმა შექმნეს

0
1084

უცხოეთში მცხოვრებმა სამმა ქართველმა სტუდენტმა ახალი სოციალური ქსელი შექმნა. ნიკოლოზ კვარაცხელიამ, გიორგი კვარაცხელიამ და ალექსანდრე სიჭინავამ FeedC იმ მიზნით აამოქმედეს, რათა მოქმედ სოციალურ ქსელებში არსებული ბარიერების მოხსნას შეუწყონ ხელი.

FeedC („ფიდსი“) ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმაა. აპლიკაცია მომხმარებლის ადგილმდებარეობას ადგენს და საშუალებას აძლევს მას გააზიაროს ან მოძებნოს პოსტი, თავისი ან სხვისი ადგილმდებარეობის მონიშვნის შესაბამისად.

FeedC სხვა სოციალური ქსელებისგან იმით განსხვავდება, რომ პლატფორმას არ აქვს სიახლეების გამოწერის და მეგობრებში დამატების ღილაკი. მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ავტომატურად თავის ქალაქში მყოფი ყველა მომხმარებელი დაინახავს. პოსტის მოწონების შემთხვევაში კი სიახლე არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის სიახლეების ზოლში გამოჩნდება.

ახალი სოციალური ქსელის შექმნელები ირწმუნებიან, რომ FeedC მომხმარებელს მცირე ბიზნესკლიენტების მოზიდვაში დაეხმარება.

ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ახალი სოციალური ქსელი FeedC Android და iOS პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here