გოჯი ბერი-ტიბეტური მედიცინის საოცრება

0
624

გოჯი ბერი(Licium Barbarum უკვდავების ხე) – მისი სამშობლო ჰიმალაის მთებია, იზრდება 1-3 მეტრამდე ბუჩქის სახით.(ლეგენდის თანახმად ძველ ჩინეთში მას უწოდებდნენ უკვდავების ხეს თავისი სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე). გოჯი ბერი ითვლება პლანეტის ყველაზე სასწაულმოქმედ მცენარედ.

მისი ნაყოფის განსაკუთრებულობა მდგომარეობს არა მის გემოვნურ მახასიათებლებში, არამედ სამკურნალო თვისებებში. (კურნავს რამოდენიმე ასეულ დაავადებას.) გოჯის ნაყოფი და ასევე მისი ფოთლები შეიცავს ადამიანის ორგანიზმის საჭიროებისათვის აუცილებელ, ისეთ სარეკორდო რაოდენობის ნივთიერებებს, როგორიცაა:
1) ამინომჟავები (19 სახეობის);
2) 20-ზე მეტი დასახელების მიკრო და მაკრო ელემენტებს; მიკროელემენტები: რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი;
3) ანტიოქსიდანტები: ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი.
4) პოლისაქარიდები: LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4; პოლისაქარიდები რთული ნახშირწყლებია და წარმოადგენს ენერგიის ძირითად წყაროს, ოთხივე პოლისაქარიდი ერთდროულად არც ერთ სხვა საკვებ პროდუქტში არ არის. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს ხილის ნაყოფის უძლიერეს მოქმედებას, ქსოვილებსა და ორგანოებზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს.
5) ვიტამინების ფართო სპექტრს: B1, B2, B6, E, C, კაროტინი.

კა­ნა­დელ-ამე­რი­კელ­მა­ დი­ე­ტო­ლოგ­მა, ელ მინ­დელ­მა შე­ის­წავ­ლა ამ კენკრის თვი­სე­ბე­ბი და გა­მოს­ცა წიგ­ნი,­ სა­დაც ჩა­მოთ­ვლი­ლია ყველა ის მი­ზე­ზი, რის გა­მოც გო­ჯის ნა­ყო­ფი ყო­ველ­დღე უნდა მი­ვი­ღოთ:

1) ახანგრძლივებს სიცოცხლეს;
2) ორ­გა­ნიზმს აძ­ლევს ძა­ლას და მხნე­ო­ბას;
3) ამ­ცი­რებს სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბის რისკს;
4) არე­გუ­ლი­რებს ქო­ლეს­ტე­რინი­სა და შაქ­რის დო­ნეს სის­ხლში;
5) ხელს უწყობს წო­ნის დაკ­ლებას; 6 ) ამაღ­ლებს იმუ­ნი­ტეტს;
7) აუმჯობესებს მიკროცირკულაციას.
8) ასტიმულირებს ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას ორგანიზმში, ამ ჰორმონს ასევე ახალგაზრდობის ჰორმონს უწოდებენ, რადგან მასზეა დამოკიდებული ორგანიზმის სწორი და გამართული ფუნქციონირება.
9) ორგანიზმს უნარჩუნებს ნორმალურ არტერიულ წნევას.
10) აახალგაზრდავებს.
11) მკურნალობს სექსუალურ მოშლილობას.
12) ამსუბუქებს თავის ტკივილს და თავბრუსხვევებს.
13) ნორმაში მოჰყავს ძილი და აუმჯობესებს მის ხარისხს.
14) ორგანიზმს ეხმარება სისმსივნის მკურნალობის შემდგომ, აღდგენის პროცესში.
15) კურნავს ძვლის ტვინის დარღვევებს და დაავადებებს.
16) აახალგაზრდავებს სისხლს.
17) სტიმულაციას უკეთებს ლიმფოციტების გამოყოფის პროცესს.
18) ააქტიურებს ანთების საწინააღმდეგო ფერმენტებს.
19) ღვიძლს უნარჩუნებს ჯანმრთელობას.
20) აუმჯობესებს მენოპაუზით გამოწვეულ სიმპტომებს.
21) აძლიერებს ძვლებს და კუნთებს.
22) ეხმარება თირკმელებს სტაბილურ მუშაობაში.
23) აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის საერთო მდგომარეობას.
24) ეხმარება ხველისა და გაციების დროს.
25) ქმნის დადებით განწყობას და ხსნის სტრესულ მდგომარეობას.
26) აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
27) აუმჯობესებს მხედველობას.
28) აძლიერებს ნერვულ სისტემას.
29). აუმჯობესებს განაყოფიერების პროცესს.

ძალიან სასარგებლოა გოჯის ჩირი, თუმცა მის ნედლ ნაყოფსაც სიამოვნებით მიირთმევენ. გოჯის დღიური ნორმა 1 სუფრის კოვზია.

! ! ! დიდი რაოდენობით გოჯი ბერის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, რადგან, გარდა სისხლის გათხელებისა, ის სისხლის ნაკადის მოძრაობის სიჩქარესაც ზრდის და ასევე, შესაძლოა, სისხლძარღვების შევიწროებაც გამოიწვიოს; ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ იღებთ რაიმე პრეპარატს, გოჯი ამ პრეპარატის მოქმედებას აუცილებლად გააძლიერებს და ამასთან ერთად – მის უკუჩვენებებსაც.

ასევე არ ღირს, გოჯი ორსულმა მიიღოს, რადგან, შეიძლება, ნაწლავების შებერილობა გამოიწვიოს, იმავეს ურჩევენ მეძუძურ დედებს.

შორენა წიკლაური

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here