სატელეფონო მოსმენების ფაქტები გაზრდილია – IDFI

0
303

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, საგრძნობლად მომატებულია სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისადა ჩაწერის ფაქტები, გაზრდილია სხვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების რიცხვიც. ამას ადასტურებს სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი მონაცემების ანალიზი.

IDFI-ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელყოფა, რაც კონსტიტუციით დაცულ უფლებაში არამართლზომიერი და არაპროპორციული ჩარევის საფრთხეს ქმნის.

ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2015-2018 წლების რეესტრის მონაცემებით კი ირკვევა, რომ სასამართლოებში შესული შუამდგომლობების რაოდენობა ფარულ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებაზე ყოველწლიურად იზრდება.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე სასამართლოებს სატელეფონო მოსმენების ყველაზებევრი მოთხოვნით სწორედ 2018 წელს მიმართეს (ჯამში 1,059 შემთხვევა). ასევეამ წელს პირველი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი სატელეფონომიყურადების შუამდგომლობები აღემატება წინა ორი წლის მანძილზე წარდგენილიშუამდგომლებების ჯამურ მაჩვენებელსრაც თითქმის გაუტოლდა 2014 წლისშედეგებს“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

გაზრდილია სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადების შუამდგომლობების დაკმაყოფილების წილიც. თუ ეს მაჩვენებელი 2014-2016 წლებში 82-86%-ს შორის მერყეობდა, ბოლო ორი წლის მანძილზე მოთხოვნათა დაკმაყოფილების ხარისხმა მოიმატა და 93-94% შეადგინა.

ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გამოქვეყნების ფაქტებიც. საზოგადოებას კი დღემდე არ მიწოდებია ინფორმაცია იმ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები უკანონოდ დაამზადა ან/და ინტერნეტ სივრცეში ატვირთა და ამგვარად ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებისთვის.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here