მექსიკაში კორუმპირებულების ქონებით ღარიბ მოსახლეობას დაეხმარებიან

0
673

მექსიკის ხელისუფლება კორუმპირებული პოლიტიკოსების და ბანდიტური დაჯგუფების წევრების ძვირადღირებულ ავტომობილებს აუქციონზე გაყიდის და შემოსული თანხით ღარიბ მოსახლეობას დაეხმარება. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

დახმარების პროგრამას „რობინ ჰუდი“ ჰქვია. მთლიანი თანხა მუნიციპალიტებებს გადაერიცხებათ და ის სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

„ყველაფერი, რაც ჩამოვართვით დამანაშავეებს, ხალხს დაუბრუნდება, პირველ რიგში კი ღარიბებს”- განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა.

პირველი აუქციონი, სადაც 82 მარკის ძვირადღირებული ავტომობილები იქნება წარმოდგენილი, 26 მაისს პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში გაიმართება.

ლოტებს შორის ავტომობილების გარდა 3 სახლიცაა, რომელიც ყოფილ პოლიტიკოსს ეკუთვნის.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here