ბაბუაწვერა -ბუნების სასწაული კიბოს და სხვა დაავადებათა წინააღმდეგ

0
1335

ბაბუაწვერა (Taraxacum) — რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარის წარმომადგენელია. ბუნებაში მისი 1000–მდე სახეობა გვხვდება, აქედან ადამიანი იყენებს დაახლოებით 70–ს. ბაბუაწვერა საქართველოს თითქმის ყველა რაიონშია გავრცელებული, როგორც მაღალმთიანეთში, ისე დაბლობში.

ბაბუაწვერა კიბოს წინააღმდეგ

ახალი ინფორმაცია ბაბუაწვერას შესახებ ისაა, რომ მას ლეიკემიასთან ბრძოლა საკმაოდ წარმატებით შეუძლია.

ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბაბუაწვერას ფესვი ადამიანის ლეიკემიის უჯრედების სამივე სახეობისთვის ციტოტოქსიკურია და სულ რაღაც 48 საათში უჯრედების 96%-ს კლავს.

ბაბუაწვერას ჩაი კიბოს უჯრედებზე ისე მოქმედებს, რომ ისინი 48 საათში იშლება და თან ახალი, ჯანმრთელი უჯრედების ზრდის სტიმულირება მიმდინარეობს.

ექიმმა Hamm–მა თავის მოწაფეებთან ერთად ცდა ჩაატარა. მათ შეაგროვეს 9 პაციენტის სისხლის უჯრედები და გამოიყენეს ბაბუაწვერას ექსტრაქტი რამდენიმე უჯრედზე, რომ მათი კულტივირება მომხდარიყო. 24 საათის განმავლობაში უჯრედები მკვდარი იყო.

ასევე ჩატარდა სხვა არაერთი კვლევაც, რომლებმაც აჩვენა, რომ ბაბუაწვერას ექსტრაქტი პოტენციურად აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს კიბოს წინააღმდეგ.

ნედლეულად იყენებენ ბაბუაწვერას ფესვებს. მათ გვიან შემოდგომით, ფოთლების ჭკნობის ფაზაში თხრიან ნიჩბებით, მიწას ჩამობერტყავენ, შემოაჭრიან ფოთლების ნარჩენებს, ფესვის წვეროს, გვერდით წვრილ ფესვებს, რეცხავენ ცივ წყალში და ტოვებენ ჰაერზე რამდენიმე დღე, სანამ არ შეწყდება მისგან რძეწვენის გამოყოფა.
შემდეგ გაშლიან ქაღალდზე თხელ ფენად, აშრობენ ჩრდილში, კარგი ვენტილაციის პირობებში, კარგად გამომშრალ ფესვებს ინახავენ მშრალ ადგილზე არაუმეტეს 5 წლისა.


ბაბუაწვერას ფესვებიდან მიიღეს ტრიტერპენის შენაერთები, სიგმასტერინი, ინსულინი (24%-მდე) ქოლინი, ნიკოტინის მჟავა, ფისები, ცვილი, კაუჩუკი (3%-მდე) და ცხიმი.
ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვების ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად, როგორც მადის მომგვრელ, ნაღვლის სადენ საშუალებას. იყენებენ აგრეთვე ბუასილის სამკურნალოდაც.
ბაბუაწვერას ფესვებს აქვთ სიცხის დამწევი და ოფლმდენი მოქმედება. მისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ ძირმაგარების, ფერისმჭამელების და კანზე გამონაყარის დროს. ბაბუაწვერას რძეწვენს ისვამენ კოჟრებზე და მეჭეჭებზე.
ბაბუაწვერა თაფლოვანი მცენარეა, ნექტარი 50კგ/1ჰა-ზე.

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მომზადება
ბაბუაწვერას ფესვების ნაყენის მოსამზადებლად 10 გრ. დაქუცმაცებული ფესვები (1 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალ, დაახურეთ თავსახური, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წუთი, ხშირად ურიეთ. შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ, შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ-მდე) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
ნაყენი რეკომენდებულია მიიღოთ თბილი სახით 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ 15 წუთით ადრე, როგორც ნაღვლის დასადენი საშუალება და კანის  დაავადებების დროს.
კუჭ-ნაწლავის დაავადების, მეტეორიზმისა და ბუასილის დროს ნაყენი დაამზადეთ შემდეგნაირად: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 1/4 ჭიქა 2-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ბაბუაწვერას ფესვებს ხმარობენ ათეროსკლეროზის დროს.

ინგა მარიამიძე

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here