მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებს AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოუწევთ

0
500

იმ ცვლილებების მიხედვით, რომელიც  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის,  მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება გახდება საჭირო.

„ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან დიდ უმრავლესობაში B კატეგორიის მართვის მოწმობის უფლების მინიჭება 18 წლიდან ხდება. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული კატეგორიებისთვის მინიმალური ასაკი 17 წელი არის, საგზაო უსაფრთხოების ნორმები გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ამ ეტაპზე საქართველოში.

საქართველოში დღეისათვის მოქმედი ქულათა სისტემის მიუხედავად, უკონტაქტო პატრულირებისა და ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციებისა, საგზაო უსაფრთხოება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც ემსახურება საგზაო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებას. 18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ეკრძალებოდათ. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებებით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის-ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მიზანშეწონილი არ არის, რომ 18 წლამდე ასაკის პირებს შეეზღუდოთ შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებით, დასახელებული სატრანსპორტო საშუალებით შემოსავლის მისაღებად მგზავრთა გადაყვანა კი შეუძლებელია. დღეისათვის მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული. აქედან გამომდინარე, კანონის ეს პუნქტები არარელევანტურია და შესაბამისად, მათი ამოღება ხდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here