მარწყვის უნიკალური შემადგენლობა და სამკურნალო თვისებები

0
683

მარწყვი ვარდისებრთა ოჯახის კენკროვანი მცენარეა. ის სეზონური ხილია და გამოირჩევა, როგორც კარგი გემოთი და არომატით, ასევე თავისი უნიკალური შემადგენლობით და თვისებებით.

* მარწყვი შეიცავს Е, С, К, РР და В ჯგუფის ვიტამინებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), შაქარს, უჯრედისს, პექტინებს, მთრიმლავ და აზოტურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს. ის მდიდარია მიკრო და მაკროელემენტებით: იოდით, კობალტით, კალიუმით, კალციუმით, სპილენძით, მაგნიუმით, მარგანეცით, ფოსფორით, რკინით, სილიკონით და სხვ. მარწყვში რკინა გაცილებით დიდი რაოდენობით მოიპოვება, ვიდრე ყურძენსა და ვაშლში.
* მარწყვის კვებითი ღირებულება ასეთია: 100 გრამი შეიცავს- 30 კალორიას; 0,7 გ- ცილას; 0,4 გ- ცხიმს; 6,3 გ- ნახშირწყალს;

* მარწყვის ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი და მიწისქვეშა ღერები ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

* მარწყვს იყენებენ ავიტამინოზის, სოკოს, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის სამკურნალოდ. მარწყვის ნაყენი ეწინააღმდეგეგება ანთების განვითარებას, სპობს მიკროორგანიზმებს ნაწლავებში. იყენებენ როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას, ანგინისა და სტომატიტის დროს. მის ნედლ ფოთლებს იყენებენ თირკმლებზე დასადებად და აგრეთვე, კბილის ტკივილის დროს.
* მარწყვი მდიდარია C ვიტამინით, ის აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს. მარწყვის ფოთლებში ბევრად მეტია ის, ვიდრე ნაყოფში. ხოლო მინერალების მარაგი, როგორიცაა – რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი, ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს.

* ანტიოქსიდანტები, რომელიც მარწყვში შედის, იცავს თვალს კატარაქსის წარმოქმნისგან. თვალებს, ესაჭიროება C ვიტამინი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად, რომელიც თვალის ლინზაში პროეტინს აზიანებს.


* მისი ერთ-ერთი უნიკალური თვისება გახლავთ ის, რომ მარწყვი იცავს ორგანიზმს კიბოს წარმოქმნის რისკებისგან. დადგენილია, რომ მასში არსებული მჟავები ანტი-სიმსივნური ხასიათისაა.
* მარწყვი ებრძვის ორგანიზმში ქოლესტერინის წარმოქმნას. მის შემადგენლობაში არსებულ ფიტოქიმიკატებსა და ფლავონოიდებს, სხვადასხვა სახით დიდი სარგებელი მოაქვთ გულის ჯანმრთელობისთვის. მარწყვის ანტიანთებითი თვისება ასევე სასარგებლო გავლენას ახდენს გულზე.
* მარწყვი შეიცავს კალიუმს, ხოლო კალიუმი გულისთვის სასარგებლო მინერალია, რომელიც ორგანიზმს სისხლის წნევის დარეგულირებაში ეხმარება, აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გამტარიანობას, იცავს დეპრესიისგან, აქრობს შეშუპებას, ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას.

* მარწყვში არსებული კალციუმი და ფტორი ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. * მაგნიუმი, რომელიც მრავლადაა ამ კენკრის შემადგენლობაში ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა.

**მარწყვის სიწითლეს განაპირობებს В–კაროტინი, რომელიც ორგანიზმში А–ვიტამინის წინამორბედია. ის უზრუნველყოფს უჯრედების განახლებასა და კანის ელასტიკურობას, ასწორებს ნაოჭებს, ასტიმულირებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას.

** მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი ტკბილია, ის სრულიად დასაშვებია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან მარწყვის სიტკბო სისხლში შაქრის დონეზე გავლენას არ ახდენს. ამასთან, მარწყვს გააჩნია შარდმდენი ეფექტი, რომელიც შესანიშნავია თირკმელების პრობლემის დროს.

* მარწყვი დიეტური პროდუქტია. ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმების დაწვას, ნაწლავებიდან გამოაქვს ქოლესტერინი და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან.

* მარწყვის წვენი შესანიშნავი საშუალებაა სახეზე ჭორფლებისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით მარწყვის წვენი სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. ნიღაბი რეკომენდირებულია კვირაში 2-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

* თუ თქვენ გაქვთ აკნე, დასრისეთ 7- 8 მარწყვი და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი რძე. წაისვით ეს ნარევი სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ. გააკეთეთ კვირაში მინიმუმ ორჯერ.

!!!!! გაფრთხილება: იმის გამო, რომ მარწყვი ალერგიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ალერგიული რეაქციების დროს.

შორენა წიკლაური

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here