მიიღებს თუ არა სააკაშვილი კლიჩკოს შეთავაზებას პარტიის ლიდერობასთან დაკავშირებით

0
525

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე საკუთარ გამომწერებს რჩევისთვის მიმართა – კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს პარტია Удар-თან ერთად მონაწილეობა მიიღოს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში.

უკრაინაში სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა” რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

კლიჩკომ Facebook-გვერდზე საკუთარ ვიდეომიმართვაში სააკაშვილს მისი პარტიის ლიდერობა შესთავაზა.

„პარტიებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის საპასუხოდ ვიტალი კლიჩკომ დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ღირსეული წინადადება შემოგვთავაზა. მაგრამ მე ყველაფერს ღიად გავაკეთებ და მხოლოდ თქვენი აზრის გაგების შემდეგ. ჩვენ ან უნდა წავიდეთ Удар-თან ერთად სრული რეფორმირების პირობით, ან მივიღოთ გადაწყვეტილება “არ წავიდეთ”, არჩევნებს მიღმა დარჩენის რისკით. მოდით, ოპერატიულად გადავწყვიტოთ”, – დაწერა სააკაშვილმა Facebook-ზე.

უკრაინაში 21 ივნისს რადას ვადამდელი არჩევნებია დანიშნული, რომელიც შერეული სისტემით გაიმართება. დეპუტატთა კორპუსის ნაწილი (225 ადამიანი) პარტიული სიით აირჩევა, ნაწილი კი მაჟორიტარული სისტემით. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებს, გამსვლელი ბარიერი 5%-ია.

მაისის ბოლოს უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა აღუდგინა, სააკაშვილი უკრაინაში მეორე დღეს ჩავიდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here