ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო საინჟინრო კონკურსში გაიმარჯვეს

0
269

ქართველი მე-12 კლასელები დეა ილარიონოვა, შორენა გუჯაბიძე და მარინა გუჯაბიძე ამერიკაში საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.

მათ მსოფლიო დონის ფორუმზე ინოვაციური გამოგონება – გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა წარადგინეს. ახალგაზრდა მეცნიერების მასშტაბურ კონკურსში ქართველი მოსწავლეები წელს მეორედ მონაწილეობდნენ.

ქართველმა მოსწავლეებმა საერთოშორისო კონკურსზე პირველი ადგილი ოპტიკის, მეოთხე ადგილი კი ფიზიკის და ასტრონომიის კატეგორიაში მოიპოვეს.

საერთაშორისო კონკურსიდან დაბრუნებული მოსწავლეები მათ მიერ შექმნილი ინოვაციური მობილური დეტექტორის დახვეწაზე აქტიურად მუშაობენ.

ოპტიკურ სისტემაში მოზაიკური ეკრანი და მობილური დეტექტორია გაერთიანებული, რომელიც უხილავ მოვლენებს ვიდეოს ან ფოტოს სახით გვიჩვენებს. დეტექტორი გაზის გაჟონვის დაფიქსირებისთვის აეროდინამიკაში და ბალისტიკაში გამოიყენება.

უპრეცედენტო წარმატება ამერიკაში ქართველმა მოსწავლეებმა წელს 2000-მდე თანატოლს შორის მოიპოვეს. კონკურსში 80-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here