ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი დაშორდნენ

0
413

4-წლიანი რომანის შემდეგ რუსი მოდელი ირინა შეიკი და ამერიკელი მსახიობი ბრედლი კუპერი დაშორდნენ. ამის შესახებ People წერს.

33 წლის შეიკსა და 44 წლის კუპერს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალატობს. თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო.

თავის მხრივ ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგა საქმროს დაშორდა. ის ცოლად ტალანტების მაძიებელ აგენტს, 48 წლის კრისტიან კარინოს მიჰყვებოდა.დაშორების ოფიციალურ მიზეზად წყვილის განსხვავებული ხასიათი სახელდება. წყვილმა ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო. კარინო ლედი გაგას აგენტი გახლდათ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here