ქართველმა მოდელმა საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე Miss Tourism International-2019 პირველი ადგილი დაიკავა

0
820

ქართველმა მოდელმა მარიამ მამუჩიშვილმა საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე Miss Tourism International-2019 პირველი ადგილი დაიკავა.

ღონისძიება ბულგარეთში 1-7 ივნისს გაიმართა. საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობა 30 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.

„ვამაყობ იმით, რომ ქართველი მოდელი, რომელიც ამ კონკურსზე წარვადგინე, სამშობლოში მთავარი პრიზით ბრუნდება. მარიამმა ძალიან ბევრი იშრომა და საკუთარ თავზე მუშაობას აგრძელებს, რათა საერთაშორისო სამოდელო კონკურსებზე საქართველო ღირსეულად ასახელოს. ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და, რა თქმა უნდა, სიხარულია, როდესაც ღირსეული გამარჯვებით დაბრუნებას შეძლებ“, – განაცხადა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა.

ორი წლის წინ მარიამმა გაიმარჯვა სამოდელო კონკურსზე Best global of the year — 2017, რომელიც პორტუგალიაში გაიმართა. ქართველი ლამაზმანი 40 ქვეყნის 80 კონკურსანტს შორის საუკეთესო აღმოჩნდა.

წამყვანმა იტალიურმა სამოდელო სააგენტომ Major Models Managment მარიამთან კონტრაქტი გააფორმა და მისი ფოტოები უცხოურ ჟურნალებსა და ინტერნეტ-გამოცემებში გამოჩნდება.

მარიამი რამდენიმე ტიტულის მფლობელია. თავიდან ის გახდა Miss school — 2013, შემდეგ – Vice Miss planet – Georgia და Miss model of Georgia. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ფოტოსესიასა თუ ჩვენებაში. მან დაიმსახურა საერთაშორისო მოდელის ტიტული, რაც მას ყველაზე ცნობილ მსოფლიო სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here