მოდელმა რომელიც ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებს დაკითხვისას გონება დაკარგა

0
885

მოდელმა, რომელიც ბრაზილიის ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს ფორვარდ ნეიმარს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, პოლიციაში ჩვენების მიცემის დროს გონება დაკარგა. ამის შესახებ გამოცემა L’Equipe-ი წერს.

მისი ინფორმაციით, მოდელის სან-პაულუს პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მისაცემად იმყოფებოდა. მან სამართალდაცმველებს განუცხადა, რომ ნეიმარის წინააღმდეგ არსებული ერთ-ერთი მტკიცებულება მისი სახლიდან მოიპარეს. დაკითხვის დროს მოდელმა გონება დაკარგა, რის შემდეგაც ადვოკატმა ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბრაზილიის პოლიციის ინფორმაციით, ქალი, რომელიც ფეხბურთელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ შემთხვევა საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ის აცხადებს, რომ ნეიმარი  სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო. შემდეგ სპორტსმენმა ის ბრაზილიიდან პარიზში ჩაიყვანა და მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც დაფარა. 15 მაისს საღამოს კი ნეიმარი სასტუმროში ნასვამი მივიდა და მასზე ძალა იხმარა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა და მოდელის ბრალდება უარყო.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here