თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მანქანა ხევში ჩავარდა

0
861

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ავტომანქანა ხევში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა.

დაშავებულია ორი ადამიანი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here