Black Eyed Peas-ის კონცერტისთვის დამატებითი სარკინიგზო რეისები დაინიშნა

0
272

ამერიკული მუსიკალური ბენდი საქართველოში ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.

„ბლექ სი არენაზე“ Black Eyed Peas-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის 14, 15, 16 და 17 ივნისს თბილისიდან დამატებითი მატარებლები დაინიშნება. ინფორმაციას „ბლექ სი არენა“ ავრცელებს.

14 ივნისს თბილისი ცენტრალიდან მატარებელი გავა 08:50 საათზე, „ბლექ სი არენას“ ბაქანზე კი ჩავა 13:20 საათზე.

15, 16, 17 ივნისს თბილისიდან მატარებელი გავა 10:30 საათზე, „ბლექ სი არენას“ ბაქანზე ჩავა 14:45 საათზე.

17 ივნისს მატარებელი გაჩერდება „ბლექ სი არენას“ ბაქანზე და თბილისის მიმართულებით 01:25 საათზე წამოვა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here