50-მდე ცხენოსანმა დავით გარეჯის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

0
768

„გარეჯობა-2019“-ის მონაწილე 50-მდე მხედარი საგარეჯოს ცენტრში შეიკრიბა და გარეჯის სახალხო დღესასწაულზე დასასწრებლად სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით, თუშური სათემო და ხევსურული საბრძოლო დროშებით, ცოტა ხნის წინ გაემგზავრა.

ისინი დანიშნულების ადგილზე ხვალ ჩავლენ, ღონისძიებას საზეიმო ვითარებაში შეუერთდებიან და დოღში მიიღებენ მონაწილეობას.

ხვალ დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაულია, იგივე მამადავითობა, რომელიც ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს იმართება.

ამ დღესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში არაერთი სპორტული და გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის იქნება ტრადიციული ქართული კერძების გამოფენა, ეთნო კუთხე და შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.

გარეჯობა დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. 2018 წლის 21 მაისს კი სახალხო დღესასწაული ისევ აღდგა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here