როგორია ბავშვებზე მშობლების ძალადობის სტატისტიკა საქართველოში

0
456

ბოლო ხუთ თვეში, არასრულწლოვან შვილებზე მშობლების მხრიდან ძალადობაში მხილებულია 110 პირი – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. მისი ინფორმაციით, 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში მამა, ან მამინაცვალი.

შსს-ს ცნობითვე, ამ შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება.

ძალადობის ფორმები იყო სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას ფიზიკური ძალადობა, ასევე მუქარა და სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა.

მშობლების მიერ შვილებზე ძალადობის ფაქტის სამართალდამცავ ორგანოში შეტყობინების ინიციატორი იყო:

✅62 შემთხვევაში – ოჯახის წევრი (დედა ან ბებია);

✅32 შემთხვევაში – მსხვერპლი ბავშვი;

✅4 შემთხვევაში – მეზობელი;

✅3 შემთხვევაში – მოქალაქე/შემსწრე პირი;

✅2 შემთხვევაში – ნათესავი;

✅2 შემთხვევაში – საავადმყოფო/სასწრაფო დახმარების ბრიგადა;

✅2 შემთხვევაში – სკოლა/მანდატური;

✅1 შემთხვევაში – არასამთავრობო ორგანიზაცია;

✅1 შემთხვევაში – სოციალური სამსახური;

✅1 შემთხვევაში – სხვა პირი;

შსს-ს ცნობითვე, შემაკავებელი ორდერი გაიცა არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის 37 ფაქტზე. მათგან 28 შემთხვევაში უგულებელყოფა განახორციელა დედამ, 7 შემთხვევაში მამამ, ხოლო 2 შემთხვევაში სხვა პირმა.

არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა გამოიხატა: ბავშვის მოუვლელობაში, საკვების მიუცემლობაში, ანტისანიტარულ გარემოში ცხოვრებაში, ბავშვის მიერ მავნე ჩვევების ათვისების ხელშეწყობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მშობელს ჰქონდა ბავშვის სათანადო პირობებით უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

შსს-ს განცხადებითვე, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულებზე არასრულწლოვან მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს, თუმცა, კვლავ დაბალია მიმართვიანობა გარეშე პირების, მათ შორის, მეზობლების მხრიდან, რაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მიმართ მათ არაგულისხმიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here