ჩვენ ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – ქვეყნის მესამედ ჩაბარება ოკუპანტზე-სანიკიძე

0
1872

ჩვენ ვიხილეთ ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა – ქვეყნის მესამედ ჩაბარება ოკუპანტზე. ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება, ესაა მათი ბოლო მესიჯი. ქართველი ხალხის მოთმინებას საზღვარი აქვს. ჩვენ ვნახეთ გავრილოვი, რომელიც იჯდა იმ ადგილას, სადაც წლების წინ იჯდა ზვიად გამსახურდია. ჩვენ ვიხილეთ 21-ე საუკუნის ჯალალ ედ-დინი. ამ ჯალალ ედ-დინის ხელისშემწყობია მოღალატე ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. მოთმინების ფიალა აივსო. მოგიწოდებთ ყველას, გამოდით და დადექით მუნიციპალიტეტების წინ. საქართველოს სჭირდება გადარჩენა. დაგეგმილია სპეცოპერაცია და ქვეყნის განადგურება. დაანებეთ პარტიებს თავი, ჩვენ ერთი პარტიის წევრი უნდა გავხდეთ, რომელსაც ჰქვია საქართველო. გამოდით შვიდ საათზე და მშვიდად, წყნარად, ღირსეულად დავდგეთ პარლამენტის შენობასთან ოკუპაციის გასაპროტესტებლად

გუბაზ სანიკიძე, პარტია „გამარჯვებული საქართველო“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, უძღვებოდა. 

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here