თბილისის მოვლენებს რუსეთის საპატრიარქოც გამოეხმაურა

0
1104

რუსეთის საპატრიარქოს სინოდის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის ვლადიმერ ლეგოიდას განცხადებით, საქართველოში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული პრობლემების შედეგია, – ინფორმაციას რუსელი მედია ავრცელებს.

„გუშინდელი მოვლენები იმ წინააღმდეგობების შედეგია, რაც საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებობს. მისივე თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ამ წინააღმდეგობების გამწვავების და შემდეგ კი საზოგადოებრივი აფეთქების მხოლოდ საბაბი გახდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმოქმნილი კონფლიქტი მალე და მშვიდობიანად მოგვარდება“, – განაცხადა ლეგოიდამ.

მისი თქმით, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში არასათანადოდ იყო მომზადებული სივრცე, სადაც მიმდინარეობდა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here