“დღეიდან მე თქვენს გვერდით ვარ” – ანიტა რაჭველიშვილი

0
550

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე ვიდეომიმართვაში აცხადებს:

 “უნდა ვიდგეთ იქ, უნდა შევეწინააღმდეგოთ და გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა, როდესაც გავრილოვი ჩამოვიდა და რაც შემდგომ მოყვა გავრილოვის ჩამოსვლას. ჩვენმა მთავრობამ უსინდისოდ დაიცვა რუსი დეპუტატი, ძალადობით, საშინელი ფაქტები მოხდა, ამის დავიწყებას ვერ შევძლებ. მე ვიქნები დღეს საღამოს. შევეცდები, რომ ჩემი პროტესტი გამოვხატო სიმღერით და საქართველოს მხარდაჭერით. აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ, უდანაშაულო ადამიანების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აუცილებლად მოდით, ძალიან გთხოვთ. ეს არის სამართლიანი აქცია. დღეიდან მე თქვენს გვერდით ვარ”

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსთაველის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მეათე დღეა. დღეს 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობა “თავისუფლების მარში” გაიმართება.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here