აქციის მონაწილეები დღეს თავისუფლების მარშის მოწყობას გეგმავენ

0
75

აქციის მონაწილეები დღეს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეკრებას და თავისუფლების მარშის მოწყობას გეგმავენ. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ გუშინ, პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მშვილდაძემ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდა, რომ უკან დახევის პრეცენდენტი შექმნას.

„გახარია გვეუბნება, სანამ თქვენ არ წახვალთ, მე არ წავალო. ჩვენ კიდევ ვეუბნებით, რომ ჩვენ არ წავალთ, სანამ ის არ წავა და აბა ვნახოთ, ვინ უფრო ჯიუტია. 9 დღე თუ ვიდექით, 1509 დღე რატო ვერ ვიდგებით? რა შეგვიშლის ხელს? წასასვლელია ეგ ბიჭი და წავა. მაგრამ მთავარია, რომ არ დავუშვებთ, თითქოს გახარიამ გაიმარჯვა ქართულ საზოგადოებაზე“, – განაცხადა მისა მშვილდაძემ და დასძინა, რომ არავინ არ უნდა იღებდეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში.

პარლამენტის წინ აქცია 20 ივნისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here