მილანში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქმეზე აფრიკელი მამაკაცი დააკავეს

0
3596

მილანში 27 წლის იზა ქავთარაძის გარდაცვალების საქმეზე აფრიკელი კაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi იტალიურ მედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ გოგონას დაკავებულმა, სავარაუდოდ, ჰეროინის სასიკვდილო დოზა მიჰყიდა.

„სამართალდამცველები თვეების განმავლობაში აკვირდებოდნენ კაგბოს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იყო. ბოლოს ის ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს“, – წერს იტალიური მედია.

მილანში ახალგაზრდა ქართველი გოგონას ცხედარი პოლიციამ მიმდინარე წლის აპრილში იპოვა. ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მოგვიანებით კი სასწავლებლად იტალიაში გაემგზავრა.

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here